воскресенье, 18 ноября 2018 г.

მე-6 დღის რეფლექსია


   მე-6 დღის რეფლექსია
      მეექვსე დღის რეფლექსია
         დღეს ვიმუშავეთ მეხუთე მოდულზე, შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკები, ვნახეთ პრეზენტაცია შეფასების რუბრიკების შესახებ, განვსაზღვრეთ რას ნიშნავს ხვედრითი  წილი, ჩამოვტვირთეთ შეფასების რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში,   გავაკეთეთ პრეზენტაცია. დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო.
  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.
     თემა: მითები.


4
3
2
1
სტრუქტურა

მოსწავლე კარგად მომზადებულია ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას დამოკიდებული არაა მულტიმედიურ სლაიდებზე.
 

მოსწავლე გარკვეულწილად მზადაა ზეპირი პრეზენტაციისთვის და წარდგენისას ნაწილობრივ დამოკიდებულია მულტიმედიურ სლაიდებზე.

ზეპირი პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე უმეტესად მულტიმედიურ სლაიდებზეა დამოკიდებული.


მოსწავლე კითხულობდა მულტიმედიური სლაიდებიდან და არ იყო მზად ზეპირი პრეზენტაციისთვის.
შინაარსი
მიწოდებული ინფორმაციით,აუდიტორია შესანიშნავად აცნობიერებს, თუ როგორი იყო შერჩეული მითოლოგიური პერსონაჟის ცხოვრება.
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორია აცნობიერებს, თუ როგორი იყო შერჩეული მითოლოგიური  პერსონაჟის ცხოვრება.
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას ელემენტარული წარმოდგენა ექმნება იმაზე, თუ როგორი იყო შერჩეული მიტოლოგიური პერსონაჟის ცხოვრება.
მიწოდებული ინფორმაციით, აუდიტორიას წარმოდგენა არ ექმნება იმაზე, თუ როგორი იყო შერჩეული მითოლოგიური პერსონაჟის ცხოვრება.
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები

მოსწავლე მთელი პრეზენტაციის მანძილზე  ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის შესანიშნავი უნარ-ჩვევები: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან მკაფიო გადმოცემა და ყველასთვის გასაგებ ხმაზე მეტყველება.
მოსწავლე თითქმის მთელი პრეზენტაციის მანძილზე ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს აქვს პრეზენტაციის კარგი უნარ-ჩვევები, მაგრამ ერთ-ერთ ასპექტში ესაჭიროება გაუმჯობესება: დგომის ეფექტური პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი.
მოსწავლე პრეზენტაციის ზოგიერთი ნაწილის წარდგენისას ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის რამდენიმე ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მაყურებელთან, მკაფიო გადმოცემა ან ხმის ტემბრი.
პრეზენტაციის წარდგენისას მოსწავლე ვერ ინარჩუნებს წარმომდგენის როლს.

მოსწავლეს სჭირდება პრეზენტაციის ყველა ასპექტზე მუშაობა: დგომის პოზა, ვიზუალური კონტაქტი მსმენელთან, მკაფიო გადმოცემა და ხმის ტემბრი.
პირადი შეხედულება


მაყურებლისთვის სრულიად გასაგებია მოსწავლის აზრი. დასაბუთება და მაგალითები ნათლად არის აღწერილი და განმარტებული.
მაყურებლისთვის გასაგებია მოსწავლის აზრი. დასაბუთება და მაგალითები არის აღწერილი და განმარტებული.
მაყურებელს უწევს მოსწავლის აზრის გამოცნობა. დასაბუთება ნაწილობრივ არის აღწერილი და განმარტებული.
მაყურებელმა ვერ შეიტყო მოსწავლის აზრი. დასაბუთება არ არის აღწერილი ან განმარტებული.


Комментариев нет:

Отправить комментарий